пятница, 4 декабря 2009 г.
პროექტის სახელი:
ლექსი და მუსიკა
(გალაკტიონი და ...)
პროექტის მოკლე აღწერა : ლექსის მხატვრული და სწორი კითხვით ესთეტსიკური ტკბობის მიღება. ლექსის რიტმისა და რითმის შეგრძნება.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მსჯელობენ ლექსის საზომზე.იხსენებენ (მაგ: რუსთველისეული 16 მარცვლიანი მაღალი და დაბალი შაირი)შემდეგ, ჩამოთვლიან მომდევნო საუკუნეების პოეტებს მე-20 საუკუნემდე.(იხსენებენ მოკლედ მათთვის დამახასიათებელ პოეტურ სტილს).მასწავლებელის მიერ დაარიგებულ ინტერაქტიულ ფურცელებზე, სადაც ჩამოთვლილი იქნება მე-20 საუკუნის 10 პოეტი, მოსწავლეებს დაევალებათ შემოხაზონ მატი დროის სამი ყველაზე პოპულარული. დასახელებულთაგან ერთ-ერთი გალაკტიონია.მასწავლებელი მოეასმენინებს მოსწავლეებს აუდიო მასალას სადაც გალაკტიონი თავად კითხულობს თავის ლექსს.მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ლექსის მოსმენის შემდეგ მიღებულ ემოციებს.მასწავლებელი შემდეგ მოსწავლეებს ასმენინებს ლექსს ინტეგრირებულს მუსიკასთან და სთხოვს მათ იმსჯელონ რა ცვლილებები შენიშნეს.
მონაწილეთა ასაკი: მე-11 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი დღე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:გონებრივი იერიში, კუბის მეთოდი,წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა.
მოსალოდნელი შედეგები:ლექსის წაკითხვისა და მოსმენის კულტურის ჩამოყალიბება.
სამოშაო ენა: ქართული.
პროექტის ფასილიტატორი: თ ე ა გ ი გ ი ბ ე რ ი ა.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:t.gigiberia1@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:www.t.gigiberia1.blogspot.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий